მე-10 კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ კონფერენცია თემაზე: ,,ნუ იყიდი სიკვდილს, იგი თავისით მოვა". იგი მიზნად ისახავდა გაგვეცნო მოზარდი თაობისთვის თამბაქოს მავნებლობა. მოსწავლეებმა წინასწარ გაინაწილეს თემები, მოამზადეს სლაიდ-შოუ, პლაკატი, ბუკლეტები. დათქმულ დროს შედგა შეხვედრა მაღალი კლასის მოსწავლეებთან. მათ ისაუბრეს თამბაქოს გავრცელების ისტორიაზე, მის უარყოფით შედეგებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, ლეგალიზაციის გზებსა და მისგან თავის დაღწევის საშუალებებზე. აუდიტორიასთან გაიმართა დებატები. ბოლოს მოხდა ბუკლეტის პრეზენტაცია, რომელიც გადასცეს დამსწრეებს.
ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა, ყველას მოეწონა. (ჯგუფის წევრები:) გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. 1, 2, 3, 4, 5, 6 , 7, 8 , 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20